რიყის დოქების მფლობელს, ავლაბრის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენციის ყიდვაც უნდა
ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმეს, დავით ხიდაშელს, რომელმაც რიყის დოქები შეიძინა, ავლაბრის ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის შესყიდვაც უნდა. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ოლიგარქი იქ სასტუმროს ქსელის, კონკრეტულად კი "ფორ სიზონის" განთავსებას გეგმავს.
ხიდაშელი მთავარი ფიგურანტია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ დავით ხიდაშელი რიყის დოქების შემსყიდველი კომპანიის დირექტორატშია.
კარტოგრაფების საქმის გარდა ხიდაშელი ის ბიზნესმენია, რომელსაც რუსეთთან ახლო კავშირები აქვს. სისტემა - ასე ჰქვია კრემლის სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად რუსულ უმსხვილეს ჯგუფს, სადაც ქართველი ბიზნესმენი წლები მუშაობდა. დავით ხიდაშელი ოლეგ მუბარაშკინის ახლო გარემოცვის წევრია, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცერია.
"ფორმულას" ინფორმაციითვე, სწორედ მუბარაშკინი ეხმარებოდა ხიდაშელს დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკების მოპოვებაში. გარდა ამისა ხიდაშელი მუშაობდა ვლადიმირ ევტუშენკოვთან. ის რუსული საინვესტიციო კომპანია სისტემას მსხვილი აქციონერი და პუტინის კარზე დაახლოებული ბიზნესმენია.