კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 229 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 12 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2993 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 646 545-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 621 396 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 720 პაციენტი ემსხვერპლა.