თეგებით ძიება

იწყება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იწყება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე". პროგრამის თანახმად, ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ბათუმში ძალიან მწვავედ დგას ავარიული სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების პრობლემა, რაც საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისათვის.

"მთავრობის დღევანდელ სხდომას ესწრება ბატონი თორნიკე რიჟვაძე, მას აქვს მომზადებული ძალიან საინტერესო პროგრამა - "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე". ეს იქნება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომლის განხორციელებაც უკვე იწყება. ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის თანახმად ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. ამ პროგრამას დღესვე დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე," - განაცხადა ღარიბაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა