მორიგი კოვიდ აფეთქება და "ლოქდაუნი" ჩინეთში - შანხაი სრულად იკეტება
Covid-ის გამოჩენის დღიდან ეს არის ჩინეთის ყველაზე დიდი "ლოქდაუნი".
ქალაქი შანხაი ჩაკეტილი იქნება ორ ეტაპად ცხრა დღის განმავლობაში, სანამ ხელისუფლება ატარებს Covid-19 ტესტირებას.
მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ებრძოდნენ ინფექციების ახალ ტალღას, თუმცა შემთხვევების რიცხვი არის მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით.
ხელისუფლება აქამდე ეწინააღმდეგებოდა 25 მილიონიანი ქალაქის ჩაკეტვას ეკონომიკის დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად,მაგრამ მას შემდეგ, რაც შანხაიში შაბათს დაფიქსირდა შემთხვევების ყველაზე მაღალი ყოველდღიური რაოდენობა პანდემიის პირველი დღეებიდან, ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, შეიცვალა კურსი.
ჩაკეტვა ორ ეტაპად განხორციელდება, ქალაქის აღმოსავლეთი მხარე ორშაბათიდან 1 აპრილამდე შეზღუდვის ქვეშ იქნება, ხოლო დასავლეთი მხარე 1-5 აპრილამდე.
"შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კომპანიებმა და ქარხნებმა უნდა შეაჩერონ მუშაობა ან დისტანციურად მუშაობაზე გადავიდნენ"-განაცხადა ჩინეთის ხელისუფლებამ.
ქალაქის მთავრობამ გამოაქვეყნა ინსტრუქციები, სადაც საზოგადოებას სთხოვს მხარდაჭერას, გაგებას და თანამშრომლობას ქალაქის ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის სამუშაოებში.