თეგებით ძიება

შეუძლებელია საწვავზე აქციზისა და დღგ-ს გაუქმება - ფინანსთან მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, საწვავზე აქციზისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის გაუქმება შეუძლებელია, ვინაიდან ისინი ქვეყნის საგადასახადო შემოსავლების 8-9% აგენერირებს.

"მინდა მოსახლეობას განვუმარტო, თუ რა შინაარსი აქვს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დღესაა დაყენებული საწვავის ფასთან დაკავშირებით. კონკრეტულად, აქციზისა და დღგ-ს გაუქმებასთან მიმართებით. ეს ჯამურად ქვეყნის შემოსავლების ნაწილში შეადგენს 1.3 მილიარდ ლარს. ეს არის ჩვენი საგადასახადო შემოსავლების, დაახლოებით, 8%-დან 9%-მდე. ბუნებრივია, ამ ეტაპზე შეუძლებელია საგადასახადო შემოსავლების ამხელა დაკლებაზე საუბარი, როდესაც მიმდინარე წელს დაგეგმილია ქვეყნის მიერ აღებული სოციალური ვალდებულებები ჩვენი მოსახლეობის წინაშე", - განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ საწვავის ფასის დაწევის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიციამ აქციის 20 მონაწილე დააკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა