დადგება თუ არა საკვები პროდუქტის დეფიციტი საქართველოში? - მინისტრის განმარტება
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით საქართველო სრულად მომზადებულია.
"არცერთ პროდუქტთან მიმართებაში დეფიციტი ქვეყანაში არ დადგება. შესაბამისად, ამ მიმართულებით საქართველო სრულად არის მზად. ბუნებრივია, როცა საერთაშორისო ბაზრებზე ხდება ფასების ზრდა, ეს აისახება საქართველოზეც. თუმცა, ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გავიაროთ ეს პროცესი", - განაცხადა მინისტრმა.