თეგებით ძიება

გამოსავალი არის ერთი რამ, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი - კალაძე საწვავის ფასზე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ბენზინის ფასის კლება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ომი მალე დასრულდება.

„მესმის იმ ადამიანების, რომ ბენზინის ფასებმა მოიმატა და ეს გარკვეული პრობლემაა მათი ოჯახებისთვის. იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად საჭიროებს საწვავის შესყიდვას. არის სხვადასხვა სერვისები, მაგალითად ტაქსი, რომელიც ყოველდღიურად საჭიროებს საწვავის შესყიდვას და ეს რა თქმა უნდა, გარკვეული ტვირთი იქნება მათი ოჯახებისთვის.

გამოსავალი არის ერთი რამ, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი, რომელიც სერიოზული პრობლემაა არამხოლოდ ჩვენთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“,- განაცხადა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა