თეგებით ძიება
28. 03. 2022 COVID - 19

"სამ მუშკეტერს გვეძახიან, რომ თითქოს კოვიდზე ჩვენ დიდ ფულს ვაკეთებთ და ამიტომ გვაწყობს კოვიდი" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე?(ვიდეო)

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სტუმრობდა გადაცემას "სხვა კითხვები ნიკოლოზისგან", სადაც განაცხადა, რომ იგი ბევრჯერ დაადანაშაულეს ქრთამის აღებაში.

"კოვიდის დაწყებამდე არა, (არავის დავუდანაშაულებივარ ქრთამის აღებაში) მცდელობა არ ყოფილა. იმდენად ყველასთვის ნაცნობი იყო, ზოგადად ფულის აღებაზე.

ახლა კოვიდთან ბრძოლის პერიოდში, „ფეისბუკის“ დონეზე წერ, თქვენც წაგიკითხავთ ალბათ, ოღონდ მარტო პერსონალურად ჩემზე არა, ჯგუფს განგვიხილავენ, იცით სამ მუშკეტერს გვეძახიან, რომ თითქოს კოვიდზე ჩვენ დიდ ფულს ვაკეთებთ და ამიტომ გვაწყობს კოვიდი, ლამის გამოვიგონეთ კოვიდი იმისთვის, რომ გვქონოდა ფულის კეთების წყარო.

ამას წერენ ურცხვად და ძალიან უხეში ფორმებით“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა