თეგებით ძიება
29. 03. 2022 COVID - 19

"ამერიკის წამლის სააგენტომ დაამტკიცა ბუსტერის მე-4 დოზა" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, ამერიკის წამლის სააგენტომ დაამტკიცა ბუსტერის მე-4 დოზა.

"ამერიკის წამლის სააგენტომ დაამტკიცა ბუსტერის მე-4 დოზა (ფხაკაძე რას ამბობდა?! იმავეს, ოღონდ დიდი ხნით ადრე, ხომ?!)
ბუსტერი არის "ფაიზერის" ან "მოდერნას" ვაქცინის მე-4 დოზა.

საქართველოს პირობებში რომ გადმოვიტანით, თუ რა არის გასაკეთებელი:
1-ლი დოზა - 0 დღე
მე-2 დოზა - 21-28 დღე (პირველი დოზიდან)
მე-3 დოზა - 3 თვე (მე-2 დოზიდან)
მე-4 დოზა - 4 თვე (მე-3 დოზიდან)

ვაქცინა არის მხოლოდ "ფაიზერი" და "მოდერნა". ჩინური “ვაქცინები” არაეფექტური სამედიცინო საშუალებებია და, სამწუხაროდ, არ განიხილება, როგორც ვაქცინა ამერიკაში და საღად მოაზროვნე ადამიანებში. საქართველოში რას არ ასაღებენ დღეს, აგერ რემდესივირს ისევ იყენებენ.
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე. #drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა