ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11 %-მდე გაზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 11 %-მდე გაზარდა.
"ინფლაციური მოლოდინების რისკების მატების გამო, გასული წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის შედეგად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია. თუმცა კიდევ უფრო გააქტიურებული ინფლაციური რისკების ფონზე და ხანგრძლივად მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის პირობებში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით ზრდა. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებისკენ მიდრეკილი დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.