ბოლო 24 საათში კორონავირუსით 450 პირი დაინფირდა, გარდაიცავალა 6 ადამიანი
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 6 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 540 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 648 264-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 624 993 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 745 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,9%, ბოლო 14 დღის - 3,44%, ბოლო 7 დღის - 2,75%.