ჩინეთში 24 საათში კორონავირუსის 1,839 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 1,839 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 1,803 ადგილობრივი ინფექციაა. დანარჩენი კი იმპორტირებულია.
ჩინეთში კორონავირუსის 6,720 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.