თეგებით ძიება

ლარი მკვეთრად გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0896 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1013 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.17 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4276 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4496 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.20 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2106 ლარს შეადგენს, ასევე, გაუფასურდა ფუნტი და 4.0545 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1-ლი აპრილიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა