ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ლი აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0918 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.22 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4195 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4276 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.81 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2104 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.0629 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 2 აპრილიდან შევა ძალაში.