თეგებით ძიება

დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვლადიმერ პუტინზე ნაკლებად არ სტკენს გულს - დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთისა და ბელარუსიის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს, შეუძლიათ თავიანთი ქვეყნების ინტერესების დაცვა ძალიან მკაცრად, მათ ესმით ერთმანეთის და აგრძელებენ მეგობრულ დიალოგს.

„ალექსანდრე გრიგორევიჩი აბსოლუტურად უნიკალურ ურთიერთობაშია ჩვენს პრეზიდენტთან. მათ მართლაც უნიკალური ურთიერთობა აქვთ. მათ ისე ესმით იმის არსი, რაც ხდება ჩვენს ქვეყნებში და არსი იმისა, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, როგორც სხვას არავის“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის განცხადებით, ის რაც უკრაინაში ხდება, ვლადიმერ პუტინზე ნაკლებად არ სტკენს გულს ალექსანდრე ლუკაშენკოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ალექსანდრე გრიგორევიჩს ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან შედარებით გულს არანაკლებ სტკენს", - განაცხადა პესკოვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა