ომის გამო, უკრაინის მშპ 2022 წელს 40%-ით დაეცემა
"უნიანის“ ონფორმაციით, ომის დაწყების გამო უკრაინის ეკონომიკის 50%-მდე გაჩერებულია.
"2022 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა კლებამ 16% შეადგინა. წლის ბოლოსთვის 40%-იან კლებას ვვარაუდობთ“, - დაწერა ფეისბუკში უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა დენის კუდრინმა.
მისი თქმით, ყველაზე მეტად ეკონომიკის ის სფეროები დაზარალდა, სადაც დისტანციური მუშაობა შეუძლებელია - ესენია საავიაციო მრეწველობა, საზღვაო გადაზიდვები და მომსახურების სფერო, სადაც ბიზნესი უშუალოდ მომხმარებლებთან მუშაობს. მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის აღდგენა სოფლის მეურნეობის, ასევე, სურსათის წარმოების და საცალო ვაჭრობის სფეროებით უნდა დაიწყოს.
როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინისთვის მიყენებულმა ზარალმა უკვე 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. მისი პროგნოზით მშპ წლის ბოლომდე 35%-ით დაიკლებს.