თეგებით ძიება
04. 04. 2022 COVID - 19

"ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული და შემთხვევების კლების დინამიკა შენარჩუნებულია" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეპიდვითარება მკვეთრად გაუმჯობესდა.

"დღეს იყო მაგალითად სულ 200 შემთხვევა. სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია. სამწუხაროდ, დღეს კიდევ იყო გარდაცვალების ორი შემთხვევა, მაგრამ ეს მიუთითებს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაკლებულია. კოვიდ-კლინიკებში 500-ზე ნაკლები პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და დღეს ქვეყანაში დაახლოებით 4 ათასი ინფიცირებულია მხოლოდ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს. ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული და შემთხვევების კლების დინამიკა შენარჩუნებულია. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, შევამსუბუქეთ რეგულაციები, შეზღუდვები. ჩვენ დავაკვირდებით მიმდინარე ტენდენციებს, დინამიკას და შესაბამისი იქნება ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილებებიც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა