კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 389 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 650 008-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 629 032 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 761 პაციენტი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.61% ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.11%.