"მოემზადეთ კოვიდ აფეთქებისთვის" - გიორგი ფხაკაძე დროს ასახელებს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში კოვიდაფეთქებას ზაფხულში ვარაუდობს.
"ორი ახალი კოვიდ ვარიანტი წამოვიდა ერთდროულად აზიიდან და ევროპიდან. ძველებიც არსად წასულან. ევროპული, ბრიტანეთში გაჩნდა სახელად XE და აზიური ჩინეთში, შანხაის მახლობლად სახელად BA.1.1
როგორც გითხარით ადრე, საქართველოში შეირგეთ აპრილი/მაისი და რა თქმა უნდა, აღდგომა იქნება კოვიდის კუთხით უსაფრთხო. ვინც გეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას, აღდგომაზე ყველაზე უსაფრთხო დრო იქნება. და მერე მოემზადეთ ივნის/ივლისის კოვიდ აფეთქებისთვის.
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე. #drpkhakadze