კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 376 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 234 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 650 384-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 629 266 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 765 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,56%, ბოლო 14 დღის - 2,43%, ბოლო 7 დღის - 1,98%.