კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 273 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 577 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 650 981-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 630 564 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 766 პაციენტი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.31%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.2%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.82%.