კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 445 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 651 322-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 631 009 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 770 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,45%, ბოლო 14 დღის - 2,07%, ბოლო 7 დღის - 1,73%.