კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 6 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 281 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 651 577-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 631 715 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 777 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,95%, ბოლო 14 დღის - 1,94%, ბოლო 7 დღის - 1,65%.