თეგებით ძიება
11. 04. 2022 COVID - 19

"კოვიდი დამარცხებული არ არის! ვაქცინაციის შეჩერება კი არა, პირიქით, "ფაიზერის" ან "მოდერნას" ვაქცინის მე-4 დოზაზე უნდა გადავიდეთ" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კოვიდპანდემიაზე საუბრობს და სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსი დამარცხებული არაა. პროფესორი ვაქცინაციის მე-4 დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას:

"Guangzhou, Shanghai ეს ქალაქები გაგიგიათ?! თბილისი, ქუთაისი - ეს ქალაქები გაგიგიათ?!

ხო და, აი, იმ ჩინურ ქალაქებში კოვიდაფეთქებაა, ამ ქართულ ქალაქებში კოვიდი “დამარცხებულია” და რაც მთავარია, “პანდემია დამთავრდა”.

მოკლედ, ყველა რეიტინგის მონა თითიყუშივით იმეორებს “პანდემია დამთავრდა”, “კოვიდი დავამარცხეთ”, “კორონავირუსი იქნება ჩვეულებრივი ინფექცია”, “ერთეული შემთხვევები თუ იქნება”, “კოვიდი აღარ არის” … გავიგე, რომ ეკონომისტი, ტანკისტმა, მებაღემ და რეფერნტმა/მდივანმა არ იცის, რას ნიშნავს “პანდემია”, “ეპიდსიტუაცია”, “კოვიდი დავამარცხეთ”… მოდით, ასე ვთქვქთ, არ ცოდნა არ ცოდვაა …. მაგრამ, აი, ჩემს კოლეგებს, სამედიცინო რომ დაამთავრეს და ეპიდემიოლოგია ვითომ რომ ისწავლეს, მათ რაღა დაემართათ?! აშკარად რეიტინგის მონობა ყველაფერს ფარავს….
მწარე სიმართლე კი ასეთია დღეს 11/04/2022:
კოვიდ პანდემია არ დამთავრდა!
კოვიდი დამარცხებული არ არის!
კოვიდის ახალი აფეთქება ივნის/ივლისში იქნება საქართველოში!
ვაქცინაციის შეჩერება კი არა, პირიქით, ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინის მე-4 დოზაზე უნდა გადავიდეთ, განსაკუთრებით ქრონიკული პაციენტების და 50-60 წელს გადაცილებულების შემთხვევაში.

მოდერნას ვაქცინა ცოტათი უფრო ეფექტური აღმოჩნდა ფაიზერზე და იმის მაგივრად, რომ ვტენით არაეფექტურ (განსაქუთრებით დელტა და ომიკრონზე არაეფექტურია ეს ვაქცინები) ჩინურ ვაქცინებს, მოდერნას შესყიდვაზე უნდა იმუშაოს საქართველომ.

იმის მაგივრად, რომ ერთ დღეში კოვიდ კლინიკებს კეტავენ, იქნებ იფიქრონ კომპლექსურ მიდგომაზე და ახლა დაიწყონ ივნის/ივლისის აფეთქებისთვის მომზადება.
ფაქტია: საქართველოს ჯანდაცვა არის არაპროფესიონალიზმის, არაკომპეტენტურობის და კორუფციის სახე!
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.

#drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა