კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 392 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 131 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 651 969-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 631 846 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 779 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,69%, ბოლო 14 დღის - 1,82%, ბოლო 7 დღის - 1,53%.