თეგებით ძიება
12. 04. 2022 COVID - 19

"პანდემიის დასრულება ჯერ კიდევ შორს არის“ - ივანე ჩხაიძე

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურად უმჯობესდება, თუმცა მისი თქმით, სიკვდილიანობა შესაძლოა გაიზარდოს.

"ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სტაბილური ეპიდვითარებაა, თუმცა 300 ინფიცირებული ერთი დღის განმავლობაში მაინც მაღალი მაჩვენებელია. ასევე, რამდენიმე დღის წინ ერთი დღის განმავლობაში 6 გარდაცვლილი გვყავდა – ეს ციფრიც ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა, ან დასასრულს უახლოვდება, ჯერჯერობით ადრეა, მანამ სანამ ჩვენ ასეთი რაოდენობის ინფიცირებული გვყავს და გარდაცვალებულთ რაოდენობაც ასევე სტაბილურად არ მცირდება.

უნდა ვთქვათ, რომ ჯერ პანდემიის დასრულებამდე შორს არის, მით უმეტეს, არ შეიძლება პანდემიის დასრულებაზე საუბარი, მანამ ვიდრე დარწმუნებულები არ ვიქნებით იმაში, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა არ არსებობს. ჯერჯერობით ჯანმო ამ ფაქტს არ აფიქსირებს და უფრო მეტიც, ბოლო 2 დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 3 ახალი ვარიანტი გამოჩნდა.

„ომიკრონმა” თავისი მუტაციის მაქსიმუმი ჯერჯერობით არ ამოწურა. ჯერჯერობით კორონავირუსის შემდგომი მუტაციის რისკები არსებობს, ამიტომ, მანამ სანამ ასეთი რისკებია, სანამ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ისეთივე სტაბილური მდგომარეობა არ იქნება, როგორც საქართველოში, გლობალურად პანდემიის დასასრულზე საუბარი, რა თქმა უნდა, ადრეა,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა