თეგებით ძიება
12. 04. 2022 COVID - 19

"მერწმუნეთ, კოვიდი ისევ გრძელდება, უბრალოდ, აღარ ფიქსირდება" - რას წერს ქართველი ექიმი გიორგი ფხაკაძეს?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ქართველი კოლეგის მიერ მის მიმართ გაგზავნილ წერილს, რომელიც საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას ეხება, სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"ჩემი კოლეგის წერილი...უკომენტაროდ...

“გიორგი გამარჯობა,თქვენი კოლეგა ვარ და ძალიან შეშფოთებული ვარ. დარღვეულია ყველა კოვიდ რეგულაცია. აფთაქებშიც კი აღარ უკეთიათ. სახის ნიღაბი. დღეს პრემიერმა ზარზეიმით გამაცხადა, რომ კოვიდი დამარცხებულია. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აუცრელია ან აცრილია ამ მაიმუნების კაკაო ჩინური ვაქციენებით .კოვიდცენტრები გაუქმებულია. არადა, ჩემს საახლობლოში და ექიმებშიც ისევ ისე გრძელდება ინფიცირების ქეისები. უკმაყოფილო ექიმები ჩუმად ზუზუნებენ, ამასთან, ხმამაღლა არ აპროტესტებენ. ერთი თქვენ დარჩით „ხმა მაღაღადებელი უდაბნოსა შინა“. არავინ სხვა უცხეთში მყოფი ქართველი ექიმი არ იწუხებს თავს, რომ შემოუძახოს მთავროაბას ან ხალხი შეაფხიზლოს. მერწმუნეთ კოვიდი ისევ გრძელდება უბრალოდ, აღარ ფიქსირდება.”
თბილისი, 12/04/2022, ნესტანი…", - წერს ფხაკაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა