კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 237 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 648 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 652 472-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 632 842 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 783 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,03%, ბოლო 14 დღის - 1,63%, ბოლო 7 დღის - 1,36%.