კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 235 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 496 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 652 707-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 633 338 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 788 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1.16%, ბოლო 14 დღის - 1.58%, ბოლო 7 დღის - 1.34%.