თეგებით ძიება
16. 04. 2022 COVID - 19

დაწესდება თუ არა აღდგომას შეზღუდვები - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით აღდგომას დამატებითი შეზღუდვები არ იქნება.

მისივე თქმით, პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, თუმცა არა ფართო "ნადიმებით" და ქეიფებით.

"მოგეხსენებათ, აღდგომის დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. საბედნიეროდ, წელს ჩვენ აღდგომას უფრო მშვიდი ეპიდვითარებით ვხვდებით, უფრო ნაკლები რისკით, ვიდრე ეს იყო შარშანწინ, როდესაც ჩვენ ბევრი არ ვიცოდით ამ ვირუსის შესახებ, ასევე გასულ წელს მაღალი მაჩვენებლები გვქონდა.

წელს წინასააღდგომო პერიოდი შედარებით მშვიდი გვაქვს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, ვირუსი ჯერ ქვეყანაში ცირკულირებს. 200-300 შემთხვევა არის. გასაგებია, რომ "ომიკრონია" და კლინიკურად უფრო მსუბუქია, ვიდრე შარშანდელი ან გასული წლის.

ვფიქრობ, დამატებითი შეზღუდები არ იქნება, მაგრამ ჩვენ უკვე ბევრი ვისწავლეთ და გამოვცადეთ. შევეცადოთ უფრო მოკრძალებულები ვიყოთ. რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, აღდგომა დიდი დღესასწაულია, პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო "ნადიმებით“ და „ქეიფებით“. მოგეხსენებათ, ვირუსის გავრცელება ხდება კვებით მიმდინარე წვეულებების დროს. შედარებით მოკრძალებულები ვიყოთ, წლევანდელი ეპიდვითარება უკეთესია, ვიდრე გასულ წლებში იყო,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა