თეგებით ძიება
17. 04. 2022 COVID - 19

კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 272 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 8 018 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 289, „პისიარ“-ტესტით – 1 729.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,43%, ბოლო 14 დღის – 1,49%, ბოლო შვიდი დღის – 1,23%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 653 044 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 633 956 გამოჯანმრთელდა, 16 792 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 872 771 აცრა, დღიურად აცრილია 424.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა