"ყველა უნდა აიცრას და განსაკუთრებით, 50 წელს გადაცილებულები" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობის კოვიდვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ საუბრობს:
"სასწაულია, ერთი წლის წინ ნათელი იყო, რომ ჩინური ვაქცინები არაეფექტური საშუალებაა და დღეს ისევ მიწევს ამაზე საუბარი…
ისე, რუსებმა რომ გააყალბეს თავიანთი ვაქცინის მაჩვენებლები და ბევრი აჰყვა…
ფაქტი ერთია, დღეს ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი მხოლოდ 2 ვაქცინაა - მოდერნა და ფაიზერი ….
ყველა უნდა აიცრას და განსაკუთრებით, 50 წელს გადაცილებულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები…
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze