კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 74 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 357 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 653 118-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 634 313 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 793 პაციენტი ემსხვერპლა.