"სიკვდილიანობის 85% მოდის 50 წელს ზემოთ მოსახლეობაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობა იყოს სრულად ვაქცინირებული" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოსახლეობის 65-70% აუცილებლად უნდა იყოს აცრილი.
"მთავრობა ყველაფერს აკეთებს ყიდულობს ვაქცინებს და საკმარისი რაოდენობით არის. სიკვდილიანობის 85% მოდის 50 წელს ზემოთ მოსახლეობაზე, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ასაკის მოსახლეობა იყოს სრულად ვაქცინირებული. კიდევ უკეთესია თუ “ბუსტერიც” იქნება. თუ გვინდა შედარებით მშვიდი ეპიდვითარება შევინარჩუნოთ, მოვუწოდოთ მოსახლეობას აიცრან. გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში თუ ავწევთ აცრის მაჩვენებელს, მოსახლეობა უფრო მომზადებულად შეხვდება შემოდგომის პერიოდს. იმუნური ფენა უფრო ფართო იქნება და მდგრადი. ბოლო მონაცემებით, 85%-ის ფარგლებშია იმუნური ფენა. თუ პერიოდულად არ გააძლიერე იმუნური ფენა “ბუსტერით”, მაშინ 6-7 თვის განმავლობაში იმუნიტეტი კლებულობს. მოწოდება რჩება, რომ მაქსიმალური იმუნური ფენით მზად შევხვდეთ შემოდგომას”, - აღნიშნავს გამყრელიძე.