თეგებით ძიება
18. 04. 2022 COVID - 19

"აზიაში კოვიდმა იფეთქა! გვეყოს თავის მოტყუება!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აზიაში ეპიდვითარების გაუარესების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"აზიაში კოვიდმა იფეთქა!
ჰონგ-კონგში და სამხრეთ კორეაში კოვიდის აფეთქებაა!ჩინეთზე რა ხდება, ადრე დავწერე, მილიონობით არიან კარანტინში ჩაკეტილი!
მოვემზადოთ! ივნის/ივლისში კოვიდის აფეთქება საქართველოში არ აგვცდება!
რა ვქნათ:
შეჩერდეს ჩინური არაეფექტური ვაქცინების გამოყენება!
გადავიდეთ მხოლოდ ფაიზერის ვაქცინაზე და შემოვიტანოთ მოდერნას ვაქცინა!
50 წელს ზევით მოქალაქეების ვაქცინაცია უნდა იყოს პრიორიტეტი
სრულად ვაქცინირებულად უნდა ჩაითვალოს 4-ჯერ აცრილი ფაიზერის ვაქცინით (პროტოკოლის მიხედვით)
კოვიდ გადატანილი ადამიანი უნდა ჩაითვალოს, როგორც 1 დოზით ვაქცინირებული და მას პროტოკოლით კიდევ 3 ვაქცინა უნდა შევთავაზოთ! ანუ გადატანიდან 30 დღეში ვაქცინა ჩაი თვალოს როგორც “მე-2 დოზა” და ასე შემდეგ პროტოკოლით.
კოვიდის გადატანის შემთხვევაში ყველა წინამდებარე ვაქცინები ბათილდება!
რა არის გაუგებარი?! რა არის შეუსრულებელი?!
ვისაც არ უნდა აცრა, ეს მათი პრობლემაა და საერთოდ, ვინც არ იცრება (სამედიცინო უკუჩვენებების გარდა) და მოხვდება საავადმყოფოში კოვიდით, თავად უნდა დააფინანსოს თავისი მკურნალობის ხარჯები!
გვეყოს თავის მოტყუება!", - წერს გიორგი ფხაკაძე.

#drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა