კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 342 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 161 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 653 460-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 634 474 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 794 პაციენტი ემსხვერპლა.