თეგებით ძიება
19. 04. 2022 COVID - 19

"ბოლო სიახლე!" - რა ინფორმაციას ავრცელებს covid19-თან დაკავშირებით გიორგი ფხაკაძე?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ე.წ. ხანგრძლივ კოვიდთან დაკავშირებით, ბოლო სიახლეს ავრცელებს.

"გლობალურად, #COVID19-ით გადატანილთა 49%-მა გამოავლინა ”ხანგრძლივი კოვიდი დიაგნოზიდან 4 თვის შემდეგ.

აღნიშნული შედეგები გამოქვეყნებულ იქნა დღეს ინფექციურ დაავადებათა ჟურნალში და მოიცავს 31 კვლევის მეტა-ანალიზს. ანუ 31 კვლევის შედეგად შეგროვებულ /მოპოვებულ ინფორმაციას.
”ხანგრძლივი კოვიდის” გავრცელება ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში იყო 54% და 34% - ამბულატორიულ პაციენტებში.

”ხანგრძლივი კოვიდის" სავარაუდო პრევალენტობა იყო:
37% - დიაგნოზიდან 1 თვის შემდეგ;
25% - 2 თვეში;
32% - 3 თვეში და
49% - 4 თვეში.

ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:

დაღლილობა (23%);
შემდეგ მეხსიერების პრობლემები (14%);
ქოშინი (13%);
ძილის პრობლემები (11%) და სახსრების ტკივილი (10%).

”ხანგრძლივი კოვიდი”უფრო მეტად ემართებათ :
ქალებს (49%), ვიდრე
მამაკაცებს (37%).

ასევე დადასტურდა, რომ ”ხანგრძლივი კოვიდის” მაღალი რისკ ფაქტორებია:

ვისაც კოვიდამდე აწუხებდა ასთმა,
იყო ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტი,
ხანდაზმული ასაკის ადამიანები და
ჭარბწონიანი ადამიანები.
დასკვნა: აიცერით ფაიზერის ან მოდერნას 3-4 დოზით პროტოკოლის მიხედვით!
ჯანმრთელობას გისურვებთ…!", - წერს ფხაკაძე.

#drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა