თეგებით ძიება
20. 04. 2022 სპორტი

პელე ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, რომელსაც მთელი მსოფლიო პელეს მეტსახლით იცნობს ESPN-ის ინფორმაციით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყარო წერს, რომ სიტუაცია საგანგაშო არ არის, თუმცა მას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა სჭირდება.

როგორც ცნობილი გახდა, პელეს ჰოსპიტალიზაცია დაგეგმილი არ იყო, რადგან მას ქიმიური ტერაპიის კურსი დასრულებული აქვს. საბედნიეროდ მას რეანიმაცია არ დასჭირდა. „სანტოსის“ ყოფილი ფეხბურთელი სან-პაულუში მდებარე ალბერტ აინშტაინის სახელობის კლინიკაში მოათავსეს.

აღნიშნულ კლინიკაში პელე სამი სახეობის სიმსივნეს ებრძვის. ლეგენდარულ ბრაზილიელს ნაწლავის, ღვიძლის და ფილტვის სიმსივნე აქვს და პერიოდულად აინშტაინის სახელობის საავადმყოფოში ქიმიო თერაპიებს იკეთებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა