თეგებით ძიება

"უკრაინის შემდეგ, რუსები იმავეს გაკეთებას შეეცდებიან მოლდოვაში, საქართველოში და ბალტიის ქვეყნებში" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიის პარლამენტს მიმართა. მან აღნიშნა, რომ თუ უკრაინა დამატებით იარაღს ვერ მიიღებს საფრთხე სხვა ქვეყნებსაც დაემუქრება, მათ შორის საქართველოს.

"უკრაინის შემდეგ, ისინი იმავეს გაკეთებას შეეცდებიან მოლდოვაში, საქართველოში, ბალტიის ქვეყნებში და სხვაგანაც, სადაც რუსეთს შეუძლია, ადვილად დაიბანოს ხელი. რუსეთის შეჩერება შეიძლება, ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ რუსეთის დიქტატურა უკრაინაში. მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. იმედი მაქვს, თქვენ ასევე დაუჭერთ მხარს რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას", - თქვა ზელენსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა