თეგებით ძიება

"2 წლამ­დე ბავ­შვებ­ში რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი გა­აქ­ტი­ურ­და" - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში 2 წლამ­დე ბავ­შვებ­ში რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი გა­აქ­ტი­ურ­და, ამ დი­აგ­ნო­ზით იაშ­ვი­ლის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 78 ბავ­შვი მო­თავ­სდა.

“რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ხეა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად წვრილ ბრონ­ქი­ო­ლებს აზი­ა­ნებს. ეს და­ა­ვა­დე­ბა ძი­რი­თა­დად 2 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში ვი­თარ­დე­ბა, ბრონ­ქი­ო­ლი­ტი ჰქვია და პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბაა. ეს ვირუ­სი იწ­ვევს წვრი­ლი ბრონ­ქე­ბის სა­ნა­თუ­რის ან­თე­ბას, მისი დი­ა­მეტ­რის შემ­ცი­რე­ბას, რაც ვლინ­დე­ბა შე­ტე­ვი­თი ხა­სი­ა­თის ხვე­ლით, სუნ­თქვის მკვეთ­რი გაძ­ნე­ლე­ბით, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბით, სა­ხის ფე­რის შეც­ვლით, შე­საძ­ლოა, ბავ­შვს ტუ­ჩის არე­ში ლურ­ჯი ფერი ჰქონ­დეს. ასე­ვე, ახა­სი­ა­თებს გახ­ში­რე­ბუ­ლი სუნ­თქვა, სუნ­თქვა­ში დამ­ხმა­რე მუს­კუ­ლა­ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან ერ­თად.

ამ ტერ­მინს მა­შინ ვი­ყე­ნებთ, რო­დე­საც დედა ხე­დავს, რომ შვი­ლის სუნ­თქვის დროს მთე­ლი გულ-მკერ­დი მო­ნა­წი­ლე­ობს. ჩვე­უ­ლებ­რივ, ბავ­შვებ­ში ვერ ხე­დავთ რო­გორ სუნ­თქავს ბავ­შვი, სუნ­თქვა ზე­და­პი­რუ­ლია, სუნ­თქვის­თვის ძალა არ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. თუ ვი­თარ­დე­ბა რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი, ბავ­შვს ძა­ლი­ან უჭირს სუნ­თქვა. თუ ბავ­შვს გახ­ში­რე­ბუ­ლი, გაღ­რმა­ვე­ბუ­ლი, ხმა­უ­რი­ა­ნი სუნ­თქვა აქვს და გულ-მკერ­დის ჩად­რეკ­ვას ხე­დავთ, სუნ­თქვა­ში დამ­ხმა­რე მუს­კუ­ლა­ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­იყ­ვა­ნეთ ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

ეს უკვე სა­სუნ­თქი სის­ტე­მის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა იყოს, რო­გორც წესი ეს ვირუ­სი 2-3 დღი­ა­ნი პე­რი­ო­დით იწყე­ბა, რო­დე­საც ბავ­შვს ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი აქვს. შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ხვე­ლა, შემ­დეგ კი უეც­რად ვი­თარ­დე­ბა შე­ტე­ვი­თი ხა­სი­ა­თის ხვე­ლა, ეს ხვე­ლა გრძელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე წუთი, პა­უ­ზის გა­რე­შე, ეს შე­საძ­ლოა, რამ­დენ­ჯერ­მე გან­ვი­თარ­დეს.

2 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში ამ ვირუ­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ყვე­ლა­ზე არა­სა­სურ­ვე­ლია, რაც ამ პან­დე­მი­ას მოჰ­ყვა. პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან დღემ­დე, მარ­ტო ჩვენ­თან ჰო­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი და დი­აგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლია 78 ბავ­შვი. ეს არ ნიშ­ნავს, რომ მეტი ბავ­შვი არ არის. 78 ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ციფ­რია, 2021-2022 წლის სე­ზონ­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად აქ­ტი­უ­რი ვირუ­სია რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი.

ბავ­შვე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მათ სჭირ­დე­ბათ ჟანგბა­დის და­მა­ტე­ბი­თი მი­წო­დე­ბა, ინ­ტრა­ვე­ნუ­რი გა­დას­ხმა, ვი­ნა­ი­დან სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბის ხარ­ჯზე სი­თხეს კარ­გა­ვენ. ეს არ ნიშ­ნავს, რომ რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­რო­ებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას. ნიშ­ნე­ბის არ­სე­ბო­ბის დროს ბავ­შვი, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა იყოს კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი“,- აღ­ნიშ­ნავს ივა­ნე ჩხა­ი­ძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა