თეგებით ძიება

"ეს არის კრემლოვიჩების ტიპური მანიპულაცია!" - რას წერს გიორგი ფხაკაძე?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ეს არის კრემლოვიჩების ტიპური მანიპულაცია!

დამღლელია, ეს ანტივაქსერი რუსის მონები ყოველდღე (მეტი საქმე აშკარად არა აქვთ) ასეთ უაზრო პოსტებს რომ ტირაჟირებენ ინტერნეტში. ეს არის ასეული პოსტიდან ერთ-ერთი (საკმაოდ პოპულარული ვყოფილვარ). თან ამ საიტებზე დამბლოკეს, წარმოგიდგენიათ?! სიტყვის თავისუფლებაო და განსხვავებული აზრიო….

ასეთი პოსტების კითხვის ნაცვლად ყველას გირჩევთ, შეხვიდეთ გიორგი ფხაკაძის YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze და ყველაფერს თავად ნახავთ.

მე მაინც მგონია, რომ ახლა უკვე ფულის გამო კი არ აკეთებენ, (ადრე აშკარად რუსების მიერ დაფინანსებულები იყვნენ), რუსეთიდან გადარიცხვები ხომ შეწყდა და გაკოტრდნენ ეს რუსები… აშკარად აქ სიყვარულია გარეული. აი, ძალიან შევუყვარდი იქ რამდენინე მანდილოსანს. გეხუტუნეთ გულში…. ისე, სურათი მაინც დადეთ თქვენს პროფილებზე, რომ ვიცოდე, როგორ გამოიყურებით, რა იცი, რა ხდება", - წერს ფხაკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა