თეგებით ძიება

"როდესაც არახამია "ქართულ ოცნებაზე" ამბობს იმას, რასაც ამბობს, ეს იმაზე ბევრად დიდი პრობლემაა, ვიდრე ვიღაცას შეიძლება ეგონოს" - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი უკრაინის რადას დეპუტატის, დავით არახამიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"არახამია უკრაინის ხელისუფლების საკვანძო ფიგურაა. უკრაინა კი დასავლეთისთვის არის პოლიტიკის განმსაზღვრელი საკვანძო ქვეყანა.
როდესაც ის ქართულ ოცნებაზე ამბობს იმას, რასაც ამბობს, ეს იმაზე ბევრად დიდი პრობლემაა, ვიდრე ვიღაცას შეიძლება ეგონოს", - წერს ხუხაშვილი.

"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ [საქართველოს] სამთავრობო დელეგაცია იმიტომ ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთი-ორი ნუგეშის სიტყვა ეთქვა და ეჩვენებინათ, რომ რაღაცნაირად არიან ჩართულები ამ პროცესებში...", - განაცხადა არახამიამ.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა