კოვიდით გასულ დღე-ღამეში არავინ გარდაცვლილა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 104 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 654 375-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 636 108 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 800 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,35%, ბოლო 14 დღის - 1,13%, ბოლო 7 დღის - 1,05%.