"იმდენი ვიძახე "მოდერნაო", შემოაქვთ და ბავშვებზე დაუშვებენ აცრას" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, საქართველოში "მოდერნას" ვაქცინით ბავშვების აცრა დაიწყება.
"იმდენი ვიძახე, მოდერნაო, შემოაქვთ და ბავშვებზე დაუშვებენ აცრას, ოღონდ თუ ენდო ამათ ხალხი და გადაწყვიტა აცრა. ყველაფერს უკუღმა აკეთებენ და, სავარაუდოდ, აქაც ჩააფლავებენ 99.99%-იანი შანსით ….
მაგალითისთვის, საფრანგეთში დღეისათვის 5 წლის ასაკიდან მოსახლეობის 80% არის აცრილი პროტოკოლის მიხედვით (3 ან 4 დოზა ფაიზერით ან მოდერნათი)
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze