"ჩინური ვაქცინებით ვინც ხართ აცრილი, თქვენ აცრილი არ ხართ, შეიგნეთ!" - გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას კოვიდვაქცინაციის მე-4 დოზისკენ მოუწოდებს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კოვიდვაქცინაციის მე-4 დოზის ეფექტიანობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი, ვინც ჩინური წარმოების კოვიდვაქცინებით არიან აცრილები, ფაქტობრივად, აუცრელები არიან.
"ბევრი მეკითხება კოვიდის ვაქცინის მე-4 დოზის შესახებ. წაიკითხეთ შეჯამებული კვლევა ისრაელიდან, რომელიც გადამოწმდა საკმაოდ ცნობილი დამოუკიდებელი მეცნიერების მიერ. ადრეც არა ერთი კვლევა დავდე კოვიდის მე-4 დოზის ეფექტურობის შესახებ.
მოკლედ, კოვიდის მე-4 დოზა არის განსაკუთრებულად ეფექტური და საჭირო 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში. ის ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის რისკს!
მტკიცებულება არის,, ეცნიერული ფაქტები არის, მეტი რა გინდათ? ამის შემდეგ რუსული კრემლოვიჩების გადასექტებული ნარატივის მოსმენით არ დაიღალეთ?
აიცერით დროზე!
აიცერით ფაიზერის 4 დოზით პროტოკოლის მიხედვით!
ჩინური ვაქცინებით ვინც ხართ აცრილი, თქვენ აცრილი არ ხართ! შეიგნეთ!
აიცერით!
რა ვიცი, მიქელ გაბრიელის ან რატიანის ნაადრევად პირადად ნახვის დიდი სურვილი თუ გაქვთ, ეს თქვენი არჩევანია!
ისე, პირბადე და დისტანცია არ დაგავიწყდეთ, კივიდი არსად წასულა!
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze