“დიდველი ინნ“ - საცხოვრებელი, რომელიც სახლზე მეტია
მზე, მთა, თოვლი, ჯადოსნური ბუნებრივი სილამაზე, კომფორტი, ხარისხი, უსაფრთხო გარემო, სიჯანსაღე - ეს არის, სულ მცირე, ჩამონათვალი, რაც კურორტ ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო ტრასასთან 300 მეტრში მდებარე დასახლება „დიდველი ინნ“-თან ასოცირდება.
თანამედროვე სტანდარტებით და ეკოლოგიურად უსაფრთხო სამშენებლო მასალებით აგებულ სასტუმროს ტიპის კოტეჯები გაძლევთ შესაძლებლობას, წლის ნებისმიერ სეზონზე დახვეწილ და თქვენს გემოვნებაზე ორიენტირებულ გარემოში, ოჯახთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატაროთ და შექმნათ მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ.
ზღვის დონიდან 1700 მეტრზე და თბილისიდან 205 კმ-ში მდებარე “Didveli Inn” შედგება დახვეწილი სტილით აგებული 18 კოტეჯისგან. იზოლირებული, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი კომპლექსის მთლიანი ფართობი 7 000 კვ.მ-ზეა გადაჭიმული.
კოტეჯები ერთნაირი გეგმარებით არის აგებული. თითოეული სახლი 3-სართულიანია და 155,5 კვ.მ. ფართისგან შედგება. ნაგებობის პირველ სართულზე სტუდიოს ტიპის მისაღებია განთავსებული, მეორე და მესამე სართულებზე - ორ-ორი საძინებელი და სველი წერტილები. რა თქმა უნდა, მყუდრო სამზარეულოც გააჩნია სახლს, სადაც ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, გემრიელი სადილების გამართვა წარუშლელ ემოციებს ტოვებს. კოტეჯების აივნებიდან კი აისისა და დაისის მშვენიერებით ტკბობა არის შესაძლებელი.
თითოეული, ინდივიდუალური კოტეჯი ყველა მხრიდან ბაკურიანის მთების ულამაზეს ხედებს გადაჰყურებს და უკანა ეზოს მხარეს 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გააჩნია, სადაც ორ მანქანაზე გათვლილი საპარკინგე სივრცეა მოწყობილი.
კომპლექსში გათვალისწინებულია არასრულწლოვანთა ინტერესებიც და კოპრუსებს შორის ბავშვთა გასართობი სივრცეა გაკეთებული.
მთლიანობაში, მომხმარებელზე ორიენტირებული სასტუმროს ტიპის კოტეჯები ერთმანეთთან დაკავშირებულია ერთიანი საინჟინრო-არქიტექტურული კონცეფციით და გამოირჩევა ბუნებასთან შერწყმული დიზაინით, რომელიც კომფორტთან ერთად ჰარმონიას ქმნის. „დიდველი ინნ“ არის საცხოვრებელი გარემო, რომელიც სახლზე მეტია.
ამ ეტაპზე, კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, ხოლო გზის საფარი და ეზოს მოპირკეთება 2022 წლის სექტემბერში დასრულდება. შესაბამისად, შემოდგომის პირველი თვისთვის იქნება კოტეჯები საექსპლუატაციოდ მზად.
„დიდველი ინნ“ ბარდება, როგორც დასრულებული და საცხოვრებელ კონდიციამდე მიყვანილი მწვანე რემონტით, ასევე ეკოლოგიურად სუფთა კოტეჯებთან ერთად, უძრავი ქონების მფლობელებს სახლების ნაწილში, ავეჯი და საოჯახო ტექნიკაც დახვდებათ:
გამწოვი;
ღუმელი;
სარეცხი მანქანა;
ჭურჭლის სარეცხი მანქანა;
მაცივარი;
მიკროტალღური ღუმელი;
ტელევიზორი.
„დიდველი ინნ“-ის სახლის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ჯამური ღირებულების 30%-ს იხდის წინასწარ, ხოლო 2022 წლის ნოემბრამდე ყოველთვიურად თანაბრად უნდა გადანაწილდეს დარჩენილი ღირებულება თვეებზე, რომ ჩაბარებამდე სრულად დაიფაროს მთლიანი ღირებულება.