კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 132 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 332 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 654 797-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 636 520 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 805 პაციენტი ემსხვერპლა.