თეგებით ძიება

"გაგვრიცხეს პარლამენტიდან, მეტი რაღა უნდა გავაკეთოთ, ბენზინს ხომ არ დავისხამ სტუდიაში და თავს დავიწვავ?!” - რის შესახებ საუბრობს შალვა ნათელაშვილი?

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი “ტვ პირველის” ეთერში თავისი პარტიის შესახებ საუბრობს.

“ხალხს გარეთ გამოსვლის სურვილი თუ საშუალება არ აქვს. სხვა რა საშუალება შეიძლება იყოს ამათ დასამხობად?! ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც აიკრძალა იმის გამო, რომ არ შევედით იმ პარლამენტში, არ დავემორჩილეთ და არ გავხდით ის ოპოზიცია, რასაც ხედავთ, ამიტომ აგვკრძალეს. წაგვართვეს რეკლამის უფლება, ჩამოგვართვეს საარჩევნო კომისიის წევრები 3800 უბანზე და წაგვართვეს დაფინანსება. ასევე გაგვრიცხეს პარლამენტიდან, მეტი რაღა უნდა გავაკეთოთ, ბენზინს ხომ არ დავისხამ სტუდიაში და თავს დავიწვავ?!” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა