თეგებით ძიება

ამ პროვოკატორს ვეტყვი, რომ ასეთივე გულგრილობით უდგება ის უკრაინელი ხალხის ტრაგედიას - ქადაგიშვილი არესტოვიჩზე

მმართველი პარტიის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ოლექსი არესტოვიჩს პროვოკატორს უწოდებს და აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველს არც ქართველის და არც უკრაინელის ბედი არ აწუხებს და თავისი პოლიტიკური მიზნები აქვს:

"გააფთრებული ბრძოლების დროსაც კი, როდესაც კიევიც კი იბომბება, პოლიტიკური პირები უკრაინაში დაკავებულები არიან, რომ ზუსტად ერთი და იგივე მესიჯბოქსით, ერთი და იგივე დროს ისაუბრონ, აქ "ნაციონალური მოძრაობის" ანუ ომისა და ღალატის პარტიასთან ერთად.

ამ პროვოკატორს ვეტყვი, რომ ასეთივე გულგრილობით უდგება ის უკრაინაში მიმდინარე ომს და უკრაინელი ხალხის ტრაგედიას. მას, როგორც ჩანს, იმდენად არც ქართველის და არც უკრაინელის ბედი არ აწუხებს და თავისი პოლიტიკური მიზნები აქვს. ქართველმა ხალხმა ეს გადაწყვეტილებები ბევრჯერ მიიღო და მათ შორის ბოლო არჩევნებზეც, ასე რომ მისი გადასაწყვეტი არ იქნება, მაგრამ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტი იქნება ალბათ არესტოვიჩის ბედი," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უცნაურად იქცევა და მათ პოლიტიკას და განცხადებებს ქართველი ხალხი არჩევნებზე შესაბამისად შეაფასებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა