თეგებით ძიება

"სააკაშვილი, ცუდად არ არის, მე რეჟისორი ვარ და ის სცენა, რომ ვითომ ცუდად გახდა, ცუდად არის ნათამაშები” - გოგა ხაინდრავა

რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა "იმედი LIVE“-ში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, სააკაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას მძიმე მდგომარეობაში ყოფნა არ ეტყობა.

"საქართველოში 9 ათასი პატიმარია და მერწმუნეთ, რომ ამ პატიმრების მინიმუმ 20% ავადაა – ზოგი ბევრად მძიმედ, ვიდრე სააკაშვილი. საუბრობენ, რომ სააკაშვილს აქვს სტრესი. სტრესი ციხეში ნებისმიერ ადამიანს აქვს. ყველაფერი დანარჩენი რაც მას სჭირს, მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარეა. ასეთი რამ ბევრს სჭირს და მაშინ რა ვქნათ?! გავაუქმოთ პენიტენციური სისტემა?! საქართველოში 200 ადამიანი ყოველთვის შეგროვდება ნებისმიერი პატიმრის ირგვლივ და დააყენებენ საკითხს, რომ ავად არის კაცი.

ეს ყველაფერი არის ფლიდობა, სააკაშვილია ბუნებით ფლიდი. მე რეჟისორი ვარ და სცენა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ის სცენა სასამართლოში, რომ ვითომ ცუდად გახდა, ცუდად არის ნათამაშები – ადამიანს ცუდად ყოფნა ყოველთვის ეტყობა, მით უმეტეს თუ მძიმე მდგომარეობაშია. სააკაშვილს რა ეტყობა, რომ მძიმე მდგომარეობაშია, სასამართლო დარბაზში რომ შემოჰყავთ, ვერ აჩერებენ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა